მთავარი ციტატა

“უგულავას დაკავებით ხელისუფლებამ სილა გააწნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს”

“გიგი უგულავას გუშინდელმა დაკავებამ ქვეყანაში შეცვალა პოლიტიკური ვითარება. უგულავა, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარია. მისი დაკავებით ხელისუფლებამ სილა გააწნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მაშინ როდესაც მათ მკაფიოდ გამოხატეს საკუთარი მოსაზრება, რომ ქვეყნაში დემოკრატიის დონე  ძალიან სერიოზულად ირღვეოდა, მაშინ როდესაც თითქოს ამ ვითარების მოსაგვარებლად აშშ-ში ჩასული იყო პარლამენტის თავმჯდიმარე, ასეთი ფორმით, როცა პროკურორი არის მოსამართლე და ასამართლებს ერთი და იგივე საქმისთვის პოლიტიკოსს, ზუსტად მაშინ ძალინ ნათელი მესიჯი იქნა გაგზავნილი დასვლეთისკენ –  ხელისუფლებამ დასავლეთთან გააგზავნეს მესიჯი რომ საერთოდ არ ადარდებთ მათი აზრი”

გიორგი მარგველაშივილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

ტვ პირველი

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....