ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

იაპონიაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

“სიენენის” ინფორმაციით, იაპონიაში კორონავირუსი კიდევ ორ მამაკაცს დაუდგინდა. გამოცემის თქმით, ორივე მათგანს თავდაპირველად ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა დამატებითი კვლევების შედეგად 40 და 50 წლის მამაკაცებს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

მედიის ინფორმაციით, არცერთ დაინფიცირებულს კავშირი არ ჰქონია იაპონიის პორტში, საკრუიზო გემთან, სადაც მოქალაქეები კარანტინში იმყოფებიან. ამ დროის მონაცემებით, ხომალდზე კორონავირუსით 135 ადამიანია დაინფიცირებული.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში კორონავირუსით 163 ადამიანია დაინფიცირებული.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შედეგად, კიდევ 108 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1016-ს, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ  42,638-ს მიაღწია.

 

იტვირთბა....