ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შედეგად, კიდევ 108 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1016-ს მიაღწია.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2,478-ით გაიზარდა და, საერთო ჯამში, 42,638-ი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
შეგახსენებს, რომ საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 3 383 პაციენტი განიკურნა და საავადმყოფოდანაც გაწერეს.
ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა.