“თქვენი გამინისტრების დღიდან, შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან უხეში ქირურგიული ჩარევით თქვენი 520-ე დადგენილებით ყველაფრის ჩეხვა დაიწყეთ. ძალიან მეშინია და ასეთი შთაბეჭდილება მრჩება იმ სურათის საფუძველზე, რაც დღეს გვაქვს უპირველესად სამედიცინო სფეროში, რომ მთლიანად არ შემოგვენგრეს ის, რასაც მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში. მე მესმის, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ჯანდაცვის სფეროში და ეს ჰიპერდიაგნოსტიკა მარტო საქართველოში არ არის პრობლემა, მთელს მსოფლიოშია პრობლემა, მაგრამ თქვენი რეფორმა 520-ჯერ არტყამს დანას მძიმე პაციენტებს”
ზვიად კვაჭანტირაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.