ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დეპუტატების წინაშე პირველად ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე წარსდგება. დღეს ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ.

თებერვალში, ასევე, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მოსმენაც. საკანონმდებლო ორგანოში ივანე მაჭავარიანი “მინისტრის საათის” ფორმატში 18-21 თებერვლის კვირაში მივა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს გაიხსნა. ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, გუშინდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებების გარეშე წარიმართა და დეპუტატებმა მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს.

იტვირთბა....