ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქმე აუცილებლად გაკეთდება, უნდა ეს ოპოზიციას თუ – არა” – მათიკაშვილი

ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა, რომ  უმრავლესობას გააჩნია საქმის კეთების პასუხისმგებლობა, საქმე უნდა გაკეთდეს, უნდა ეს ოპოზიციას თუ არა.

მისივე თქმით, პარლამენტი აგრძელებს საგაზაფხულო სესიას.

“გუშინ იყო პირველი დღე. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას. ჩვენი პასუხისმგებლობაა საქმის კეთება, კანონპროექტების განხილვა, ქვეყნის მომავალზე ზრუნვაა. ეს პასუხისმგებლობა საწუხაროდ, ოპოზოციას არ აქვს და შესაბამისად, ისინი ” თავუსუფალნი” არიან ამ გადაწყვეტილებაში”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დაიწყო.

„სხდომაზე მიმდინარე საკითხები იხილება. მათ შორის საარჩევნო სისტემა, ოპოზიციის განზრახვა და ნაბიჯი. ასევე, არაერთი საკითხი რომელიც ჩვენთვის მნიშნელოვანია. ჩვენ ძალიან ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროქტი გვაქვს და ბევრ საქმეზე გვაქვს სამუშაო. ამ პასუხისმგებლობას ვერ ამჟღავნებენ და ვერ იკისრეს ოპოზიციაში. მოვა დრო რომ ეს კულტურაც უფრო მეტად ჩამოყალიბდება ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს დღეს არაა. საქმე უნდა გაკეთდეს, ეს იქნება ოპოზიციის სურვილი თუ არა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, 2020 საარჩევნო წელია და პარტიებმა ბოიკოტის და პროტესტის რეჟიმის ნაცვლად, პოლიტიკური პროგრამები უნდა წარადგინონ.

” წელს არის მნიშვნელოვანი წელიწადი. საარჩევნო წელია, სწორედ ის რეჟიმია განსაკუთრებული რეჟიმი როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არა ბოიკიტის და პროტესტის, არამედ საკუთარი პროგრამის წარდგენის გზით უნდა მოახდინოს პოლიტიკური ქულების ჩაწერა ელექტორატში. მოვუწოდებდი ყველას, რომ სწორედ ასე მოიქცეს და არა დესტრუქციულად, იმისთვის რომ არჩევნებისთვის მოემზადოს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის წინ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

“შეცვალეს” წარმომადგენლებმა, პარლამენტთან კრემლის ბანერები გააკრეს.

შეგახსენებთ, რომოპოზიციამ 4 თებერვლიდან პარლამენტთან აქცია-პიკეტორება დაანონსა თუმცა ბაღდათში მომხადრი ტრაგედიის გამო გუშნდელი აქცია გადაიდო. ბაღდათის რაიონში გუშინ ღამით საცხოვრებელი სახლის დაწვის შედეგად 6 ადამინი, მათ შორის 4 ბავშვი, 1 ფეხმძიმე ქალბატონი და ხანშიშესული ქალი  გარდაიცვალა.

იტვირთბა....