დღეს აქცია-პიკეტირება აღარ გაიმართება – ამის შესახებ განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. ოპოზიციის აქციის გადადების მიზეზი, გუშინ ბაღთდათში დატრიალებული ტრაგედია იყო.
“ენითაუწერელი ტრაგედია დატრიალდა გუშინ ბაღდათში. პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახსა და ახლობლებს ჩემი და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია პიკეტი აღარ გაიმართოს” – განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ 4 თებერვლიდან პარლამენტთან აქცია-პიკეტორება დაანონსა. როგორც უგულავამ აღნიშნა, ბაღდათის რაიონში გუშინ ღამით საცხოვრებელი სახლის დაწვის შედეგად 6 ადამინი, მათ შორის 4 ბავშვი და 1 ფეხმძიმე ქალბატონი გარდაიცვალა.
პარლამენტთან ოპოზიცია განცხადებას აკეთებს
Gepostet von მეტრონომი • Metronome am Montag, 3. Februar 2020