ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

რუსეთმა შესაძლოა, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია მოახდინოს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება

რუსულმა მხარემ შესაძლოა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია მოახდინოს, რომლებიც ახალი კორონავირუსით არიან დაინფიცირებული – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინიმ,  რუსულ მედიასთან საუბრიას განაცხადა.

„ახლა ახალი კორონავირუსი დაემატა განსაკუთრებით საშიში დაავადებების სიას. ეს შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ უცხო ქვეყნის დაავადებული მოქალაქეების დეპორტაცია, ასევე მივიღოთ სპეციალური შემზღუდველი ზომები, როგორიცაა იზოლაცია და კარანტინი“, – განაცხადა მიშუსტინმა.

შეგახსენებთ, რომ  31 იანვარს, რუსეთში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

იტვირთბა....