ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს” – ფონ დერ ლაიენი

“ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს. ვახანგრძლივებთ სანქციებს თითქმის 2 400 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო.

სასანქციო ზომებს შორისაა:

მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვას, დაფინანსებისა და რესურსების აკრძალვას.

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია“. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ 6 თვით, 15 სექტემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

იტვირთბა....