ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. “რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ვიცე პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

ორივე დაინფიცირებული ჩინეთის მოქალაქეა. პირველი შემთხვევა იმიერბაიკალეთის მხარეში, მეორე – ტიუმენის რეგიონში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების გამო, 30 იანვარს რუსეთმა შორეულ აღმოსავლეთში საზღვრები ჩაკეტა.

ახალ კორონავირუსს, ბოლო მონაცემებით,  213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-მდე გაიზარდა. 1500 ადამიანზე მეტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

იტვირთბა....