aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დაზარალებულიც ვარ და ბრალდებულიც, მე მგონი მჩხიბავადაც გამოვდგები” – ხაბეიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მისთვის 2000 ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დაზარალებულიც ვარ და ბრალდებულიც, მე მგონი მჩხიბავადაც გამოვდგები. შაბათ დღეს გავაკეთე უკვე განცხადება, რომ ეს ხალხი ამის გამკეთებელი იყო. რა თქმა უნდა იუმორით ვთქვი, თუმცა ჭკუაში დაუჯდათ და იქით დამაბრალეს ახლა ზარქუას სასტიკად გაუსწორდაო და ტკივილები უგრძვნია ზარქუას ყბის, ლოყის, სახის არეში. სულ ვამბობ ოცნებას რამდენიმე სახე აქვს მეთქი და ზარქუა კონფლიქტიდან ერთ საათში ყვება, რომ თავში წავუთაქეთ ხაბეიშვილს მივაჩმორეთო და ჟურნალისტმა, რომ ჰკითხა თქვენთან ინციდენტი რომ მოხდა მაგაზე რას იტყვითო და რაღაც შეხლა-შემოხლა იყოო, მაგან ვინ უნდა გალახოსო. ასეთი ვაჟკაცი იყო 24 იანვარს, მაგრამ 26 იანვარს, როცა მიაჩმორა მისმა პოლიტიკურმა მამებმა და უთხრეს, რომ ხაბეიშვილის თავი გვჭირდება რაღაცნაირად, რათა სისხლის სამართლის საქმე მასზეც ავღძრათო, მერე მიქანდა პოლიციაში და მოყვა, რომ ისეთი მჟეჟაო, ისე მცემაო, სახის ძვლის ტკივილები განვიცადეო,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა, ხოლო თავად ხაბეიშვილს, ბრალი ირაკლი ზარქუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო წარუდგინეს.

საკრებულოში, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს, საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს.

როგორც ცნობილია ხაბეიშვილს ბრალი, ირაკლი ზარქუას მიმართ ჩადენილ ფიზიკურ დაპირისპირებაში წარედგინა.

ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

იტვირთბა....