ახალი ამბები მთავარი სამართალი

საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს, ხაბეიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინათ

გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალდება წარედგინათ

„2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ხაბეიშვილი არა პროკურატურაში, არამედ პოლიციის განყოფილებაში 15:30 საათზეა  დაბარებული.

იტვირთბა....