aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა, ხოლო თავად ხაბეიშვილს, ბრალი ირაკლი ზარქუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო წარუდგინეს.

საკრებულოში, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს, საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს.

როგორც ცნობილია ხაბეიშვილს ბრალი, ირაკლი ზარქუას მიმართ ჩადენილ ფიზიკურ დაპირისპირებაში წარედგინა.

ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

იტვირთბა....