მთავარი ციტატა

„ნებისმიერ დროს შესაძლოა, მოხდეს კორონავირუსის იმპორტი საქართველოში” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი

„ნებისმიერ დროს შესაძლოა, მოხდეს ვირუსის იმპორტი და მნიშვნელოვანია, ხელისუფლება მზად იყოს ვირუსის დროული იდენტიფიცირებისთვის, ჰქონდეთ აღჭურვილი ლაბორატორიები ტესტების ჩასატარებლად, მოახდინონ ინფიცირებული პირების იზოლირება და გამოიკვლიონ მათი კონტაქტი სხვა პირებთან, მიიღონ შესაბამისი ზომები. ეს ახალი ვირუსია, 7 იანვარს აღმოაჩინეს, ამიტომ ამის წინააღმდეგ ვაქცინა ჯერ არ არსებობს და არ არსებობს კონკრეტული მკურნალობა. თუმცა, ვაქცინის შესამუშავებლად მიმდინარეობს მუშაობა, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს“

სილვიუ დომენტე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ კორონავირუსს ბოლო მონაცემებით 213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-მდე გაიზარდა. 1500 ადამიანზე მეტის მდგომარეობა კი საკმაოდ მძიმეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

იტვირთბა....