ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კალერას შტატიდანაა, რომელიც სასწავლებლად უხანის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის, დაინფიცირებული პირი საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.
საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება.
დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 170 ადამიანია, ხოლოინფიცირებული 7 700-ს გადააჭარბა.