ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

“პანიკის საფუძველი არ არის, ჩვენთან კორონავირუსი არ დაფიქსირებულა” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ინფიცირებული არ დაფიქსირებულა და პანიკის საფუძველი არ არის

მისივე თქმით, იყო გავრცელებული გარკვეული ინფორმაცია პატარა ბავშვთან დაკავშირებით, თუმცა, გრიპი არ აღმოჩნდა.

„ბათუმში 2 ჩინელზეც იყო საუბარი. არაფერი დადასტურდა ლაბორატორიულად. მხოლოდ 37 გრადუსი იყო პირველ დღეს და მეორე დღეს ნორმაში იყო. დღეს მოგეხსენებათ, 37 გრადუსი არ ითვლება სიცხედ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პირები იზოლაციის პირობებში გამოკვლევას არ საჭიროებენ, რადგან მათ არ ჰქონდათ კორონავირუსის კლინიკური ნიშნები

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.

საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა. 

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება.

დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 170 ადამიანია, ხოლოინფიცირებული 7 700-ს გადააჭარბა.

იტვირთბა....