ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კორონავირუსი გამოვლინდა, ჯანდაცვის სისტემა მზად არის” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კორონავისრუსთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, იმ შემთხვევაში თუ ვირუსი დაფიქსირდა, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს  გამოწვევას

პრემიერმა შესაბამის უწყებებს კორონავირუსის მიმართულებით ჯანდაცვის სამინიტროსთან კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ის გარკვეული და ეფექტური ნაბიჯები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით არის მაკოორდინებელი ორგანო და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ შესაბამისი ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ მივიღეთ, პირველ რიგში, გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს დროებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც შეგვეძლო გადაგვედგა, თუმცა ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება მსგავსი ვირუსი შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას,“- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 170 ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ  7 700-ს გადააჭარბა.

როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.

საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა. 

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება.

იტვირთბა....