ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

თურქეთში, კორონავირუსზე ეჭვის გამო, ჩინეთის ორი მოქალაქე კარანტინში იმყოფება

თურქული გამოცემა Daily Habah-ის ინფორმაციით, ქვეყნის პროვინციაში,  აქსარაიში 12 მუშა, რომელთაგან ცხრა ჩინელია, ახალი კორონავირუსით ინფიცირების ეჭვის გამო, კარანტინში არიან,

გამოცემის ცნობით, ორ ჩინელს, რომლებიც ბუნებრივი გაზის საცავში მუშაობდნენ, თავბრუსხვევა, გულისრევა და ღებინება აღენიშნება. მუშები ჩინეთში ხუთი დღის წინ გაემგზავრნენ და შემდეგ თურქეთში დაბრუნდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კორონავირუსის დასადგენად მათ აუცილებელი გამოკვლევები უტარდებათ.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეტინ კოჯას განცხადებით, ამ ეტაპზე თურქეთში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები არ გამოვლენილა.

თითქმის ერთი თვეა ჩინეთი მომაკვდინებელ კორონავირუსს ებრძვის. ინფექციით ამ დროისთვის 12 ქვეყნის მასშტაბით 3000-მდე ადამიანი დაავადდა. დღევანდელი მონაცემებით ჩინეთში  გარდაცვლილთა რიცხვმა 100, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,714 გადააჭარბა.  

სოციალურ ქსელში, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გადაღებული მძიმე კადრები ვრცელდება, რომელიც კორონავირუსით დაავადებული ადამიანების მდგომარეობას ასახავს.

იტვირთბა....