გამოცემა “როიტერსის” ინფორმაციით, ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა
მედიის ცნობით, ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომისიამ ონლაინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროვინციაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 2,714-ია.
ჩინური მედიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, ამ დროისთვის 4, 515 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
გუშინ, აშშ-მ და კანადამ საკუთარ მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.