თითქმის ერთი თვეა ჩინეთი მომაკვდინებელ კორონავირუსს ებრძვის. ინფექციით ამ დროისთვის 12 ქვეყნის მასშტაბით 3000-მდე ადამიანი დაავადდა. დღევანდელი მონაცემებით ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 100, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,714 გადააჭარბა.
სოციალურ ქსელში, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გადაღებული მძიმე კადრები ვრცელდება, რომელიც კორონავირუსით დაავადებული ადამიანების მდგომარეობას ასახავს.