ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, რომლის შედეგადაც NBA-ის ლეგენდა, კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯაიანა დაიღუპნენ, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.
CNN-ის ინფორმაციით, კვირას დილით, ლას ვეგასის პოლიციამ საკუთარი ვერტმფრენების დაშვების ბრძანება გასცა, რადგან ნისლისა და ღრუბლიანობის გამო, ამინდი ფრენის მინიმალურ სტანტარტებსაც ვერ აკმაყოფილებდა.
ავიაკატასტროფის დროს ჯამში 9 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულებს, მათ შორის არიან Orange Coast College-ის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი ქალიშვილი ალისა და ცოლი კერი. დაღუპლულთა შორისაა მწვრთნელის ასისტენტი, ქრისთინა მოუსერი.
გუშინ, „ენბიეის“ (NBA) ცნობილი კალათბურთელი კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში, კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
კობისთან ერთად გარდაცვალა მისი 13 წლის ქალიშვილიც.