„ენბიეის“ (NBA) ცნობილი კალათბურთელი კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში, კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერსი” TMZ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლოს-ანჯელისის ოლქის ხელმძღვანელმა “თვითერზე” დაწერა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ 5 ადამიანი დაიღუპა.