ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ავიაკატასტროფაში, კობი ბრაიანტთან ერთად, მისი ქალიშვილიც დაიღუპა

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ვერტმფრენის კატასტროფას კალათბურთელ კობი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილის – გაიანასა – და ბორტზე მყოფი კიდევ შვიდი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

„ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა – პილოტი და 8 მგზავრი, არავინ გადარჩენილა,“- განაცხადა ლოს ანჯელესის ოლქის შერიფმა ალექს ვილანუევამ, რომელიც მანამდე 5 გარდაცვლილის შესახებ საუბრობდა.

კობი ბრაიანტისა და გაიანას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია NBA-ის კომისარმა ადამ სილვერმაც დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაიანტის კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, კალიფორნიაში განიცადა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

იტვირთბა....