გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, თუ რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს საგნებზე ამა თუ იმ ვირუსმა, მათ შორის კორონავირუსმა. როგორც ირკვევა, კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე 9 დღე ცოცხლობს. ინფორმაციას ერთ-ერთი სამეცნიერო ჟურნალი აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, კორონავირუსს შეუძლია იცოცხლოს ისეთ ზედაპირებზე, როგორებიცაა შუშა, პლასტმასი ან ლითონი.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საშუალოდ, კორონავირუსს შეუძლიათ ოთხიდან ხუთი დღის განმავლობაში იცოცხლონ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანის სხეულისგან დამოუკიდებლად 9 დღე ცოცხლობს ოთახის ტემპერატურაზე.
დაავადებისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერების ინფორმაციით, კორონავირუსი ადამიანებს შორის ვრცელდება შემდეგი გზებიდან:
ჰაერწვეთოვანი გზით, როცა ადამიანი ახველებს ან აცემინებს;
ფიზიკური შეხებით. ასევე, ინფიცირებულ ადამიანთან ხელის ჩამორთმევით;
იმ საგნებთან შეხებით, რომლის ზედაპირზეც შესაძლოა იყოს ვირუსი.
გამოცემა “გარდიანი” იუწყება, რომ ჩინეთის ქალაქ ხაოსში სერიოზული ქაოსია. 33 მილიონი ადამიანი ცდილობს გარკვევას თუ რა ხდება ქალაქში და არსებობს თუ არა მომაკვდინებელი ახალი კორონავირუსისგან განკურნების საშუალებები.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ახალი ტიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. ამის შესახებ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, მა სიაოვეიმ განაცხადა.