ჩინეთში, ხუბეის პროვინციის ცენტრალურ ქალაქ უხანში, კორონავირუსის გავრცელების გამო, ხელისუფლება 25 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, 1000-საწოლიან საავადმყოფოს 6 დღეში ააშენებს. ინფორმაციას ამის შესახებ, The Guardian-ი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, მშენებლობის დაჩქარების მიზნით საავადმყოფოს წინასწარ გამზადებული კონსტრუქციებით ააშენებენ.
ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, 3 თებერვალს საავადმყოფოს შეეძლება პირველი ინფიცირებული პაციენტის მიღება.
შეგახსენებთ, რომ ვირუსით 830 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.
კორონავირუსი გარდა ჩინეთისა დაფიქსირდა – ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.
21 იანვარს კი ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.
24 იანვრის მდგომარებით, ახალი კორონავირუსის დაინფიცირების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულია კიდევ 900 ადამიანი.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ნეპალში, სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, სინგაპურში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.
სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 66 წლის მამაკაცს, რომელიც 20 იანვარს უხანიდან ჩამოვიდა, ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.
ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მამა-შვილს იდენტური ვირუსი დაუდგინდათ.
ასევე ინდოეთის საგარეო საქმეთა და საპარლამენტო ურთიერთობების მინისტრის მოადგილემ, ველამველლი მურჰიდარანმა განაცხადა, რომ კოროვირუსების ახალი სახეობა აღმოუჩინეს საუდის არაბეთში მომუშავე ინდოელ მედდას.