aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“თქვენ არ ხართ საკრებულოს დეპუტატები, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაგავი” – უგულავა

“ამაზრზენი რამ ვიხილეთ ჩვენ დღეს საკრებულოში, ოცნება დაემსგავსა ტურების ხროვას და ყველა ის ვინც მონაწილეობა, პირდაპირ მინდა გითხრათ, თქვენ არ ხართ საკრებულოს დეპუტატები, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაგავი. ნაგავი, რომელიც არჩევნებზე უნდა გავიტანოთ საკრებულოდან. რაც უფრო დიდი ხანი გაჩერდება ეს ნაგავი მით უფრო აყროლდება. აყროლდება ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე აყროლდა ასლან აბაშიძის რეჟიმი.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი – გიგი უგულავა

“ციტატა”

აღნიშული განცხადება უგულავამ ბრიფინგზე, ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

თემაზე კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც. 

იტვირთბა....