თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.
ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.
უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ კი ხაბეიშვილს თავში სკამი ჩაარტყა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში ვითარება დაიძაბა.
ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.
„მათი სტილი ხომაა ლაჩქრობა, ზურგიდან მოპარვა, სვავები არიან. ჩემი ცხოვრება მაქვს გადადებული ივანიშვილთან, კაძესთან და ამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჯანით მომერია, ცდებიან. ერთი ერთზეც ვერ მერეევიან, ათნი მერეევიან კი. რა იყო მათი მიზანი, რატომ გამისწორდნენ? ის, რომ როგორ გავბედე და დავიცავი დამლაგებლები, როცა ვთქვი, რომ მონებად ამუშავებენ. ეს როგორ გავბედე და ტელევიზიის ეთერში როგორ მოვყეევი. მაგარი ბიჭები რომ იყავით, ბევრნი იყავით და დამესიეთ, ფარჩაკები ხართ, ლაჩრები ხართ, აბა რა ხაართ? აბსოლუტურად ყველა მისწორდებოდა ფიზიკურად,“,აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.