“ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ… მივმართე და ვუწოდე ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში და დამაკავეს და მომისაჯეს სამ დღიანი პატიმრობა. არ ვიცი რატომ დარეკა პოლიციაში, ვერ აიტანა რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხართქო. რაც რეალურია ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს”
ვახტანგ რობაქიძე – ოხანაშვილის საქმეზე დაკავებული
ტელეკომპანია “მთავარი”
შეგახსენებთ, პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა.
საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. ვახტანგ რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
სასამართლობ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.