პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არსებული ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ანრი ოხანაშვილის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ.