აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, აფხაზებს მიმართავს და აცხადებს, რომ აფხაზეთში არ არსებობს კანონიერად არჩეული ე.წ. პრეზიდენტი. მისი თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა მიემართოს იმისაკენ, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები.
შეგახსენებთ, აფხაზეთში არეულობაა. აქციის მონაწილეებმა შტურმით აიღეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა.
სოხუმში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ენგურის ხიდზე, აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმომსვლელთა რიცხვი დილიდან მატულობს.