ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ენგურის ხიდზე, აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმომასვლელთა რიცხვი დილიდან მატულობს

სოხუმში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ენგურის ხიდზე, აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმომასვლელთა რიცხვი დილიდან მატულობს.

გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვენ. ადგილზე არის დაპირისპირებაც და ისინი ელოდებიან ე.წ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არჩევნების ბათილად ცნობას ეხება.

როგორც რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი”იტყობინება, აქციის მონაწილეებმა , პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი დაიწყეს.

“ისინი ცდილობდნენ შეემტვრიათ კარი და შევარდნილიყვნენ შენობაში. ამასთან, მათ კარის გვერდით შეამტვრიეს ფანჯარა და სწორედ იქიდან ცდილობდნენ შენობაში შესვლას. ადგილზე მობილიზებულები არიან  ე.წ. სამართალდამცავები და ათასამდე აქციის მონაწილე.

მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახრა ავიძბა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გარი არშბას გადადგომასაც მოითხოვდა.” – ნათქვამია რუსულ მედიაში.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სროლის ხმა იყო, თუმცა ე.წ. შინაგან საქმეტა მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან მისულ 5 დეპუტატს, რაულ ხაჯიმბამ განუცხადა, რომ  თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. ე.წ. დეპუტატები ოპოზიციასა და მარიონეტულ მთავრობას შორის შუამავლის როლს ასრულებენ.

პარალელურად კი, დანარჩენმა დეპუტატებმა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდელი ჩამორთმევის შესახებ პროექტი მოამზადეს. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს კენჭს უახლოეს სხდომაზე უყრიან. სესიის თარიღი მალე გახდება ცნობილი.

იტვირთბა....