aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ივანიშვილს არცერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი სესხს არ აძლევს და არც აფინანსებს” – ბადრი ჯაფარიძე

“იმ პროექტში სადაც არის ივანიშვილი არცერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ მუშაობს და არ აძლევს სესხს. იმის გამო, რომ ყოველთვის მათ პრობლემა ქონდათ ფულის წარმოშობის მიმართულდებით. ამიტომ იქ სადაც იქნება ივანიშვილი იმ პროექტს არცერთი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ინსტიტუტი არ დააფინანსებს. არც ყოფილა ესეთი შემთხვევა, ეს არის გამორიცხული”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი – ბადრი ჯაფარიძე

ჯაფარიძემ „ანაკლიის კონსორციუმის” საკითხთან დაკავშირებით განცხადება “ტვ პირველზე” გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

მინისტრის თქმითვე, “ანაკლიის პორტი ქვეყანას სჭირდება, პროექტის განსახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ”.

 

იტვირთბა....