aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ანაკლიის პროექტი შეჩერდა რუსეთის დავალებით” – გოცირიძე

“ანაკლიის პროექტი შეჩერდა რუსეთის დავალებით, მთავრობამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილება მიიღო… ამაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვამბობდით, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდება და რაც ხდებოდა, ფულის გათეთრების ბრალდებით ხაზარაძესთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობდა ინვესტორების დაფრთხობის კუთხით, რომ არ ჩაედოთ ფული ანაკლიაში, ფაქტობრივად დამთავრდა ამ შედეგით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რომან გოცირიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

მინისტრის თქმითვე, “ანაკლიის პორტი ქვეყანას სჭირდება, პროექტის განსახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ”.

 

იტვირთბა....