ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არის ადამინის გაწირვა” – მამა ანდრიამ დეკანოზი მამალაძე აზიარა

მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგონარეობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არის ადამიანის გაწირვა.

მღვდელ-მონაზონმა გლდანის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი უკვე აზიარა.

მისივე ინფორმაციით, მსჯავრდებულ დეკანოზს შეწყალების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა დარწმუნებული არ ყოფილა, რადგან „რეალობას აცნობიერებს“.

„საუბრის მთავარი თემა იყო ავადმყოფობა. მოლოდინი შეწყალების, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ არა ისეთ დონეზე, რომ დარწმუნებული იყო. რეალობასაც აცნობიერებს. მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდა, არ ელოდა. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ნამდვილად არ არის სახარბიელო. როგორც გუშინ სახალხო დამცველმაც აღნიშნა, ასეთ პირობებში მკურნალობის გაგრძელება შეუძლებელია. როგორც ექსპერტებმაც გააკეთეს დასკვნები, მეც შემიძლია გავიმეორო, რაც ვნახე ჩემი თვალით, ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ჩემი პირადი განწყობილება. სჭირდება სერიოზული მკურნალობა და ეს უნდა უზრუნველყოს როგორც ეკლესიამ, როდესაც ის ამბობს, რომ ის ზრუნავს მრევლზე“, – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა.

შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.  

საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.

პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: 

როგორც დეკანოზის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდეურესად მძიმეა. საპატიმროში მამა გიორგი სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც მოინახულა.

იტვირთბა....