ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა” – ლომჯარია

პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განცხადება გაავრცელა.

ომბუდსმენის თქმით, მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა.

“ჩემი თხოვნის შემდეგ მან შიმშილობა შეწყვიტა და დამიდასტურა, რომ წყვეტს შიმშილობას დროებით”,- განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.  დეკანოზმა პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა დაიწყო.

საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა. 

იტვირთბა....