ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა ანდრია, დეკანოზ მამალაძის საზიარებლად საპატიმროში შევიდა

მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს დეკანოზი მამალაძე სულით და სხეულით გატეხოს.

იგი დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მისული. მისი თქმით, საპატრიარქო და ხელისუფლება მის წინააღმდეგ ერთობლივად დგანან.

„საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან მის წინააღმდეგ. როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, სადუკევლები და ფარისევლები გაერთიანდნენ; ზუსტად მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გაერთიანებულია ორ ასე ვთქვათ, სადამსჯელო ორგანიზაცია, ორივე ცდილობს, რომ იგი სულით გატყდეს და სხეულით დაზიანდეს, ორივე ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, მისი მორალური და სხეულებრივი დაზიანებისთვისაა მობილიზებული“, – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა.

შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.  

საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.

პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: 

როგორც დეკანოზის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდეურესად მძიმეა. საპატიმროში მამა გიორგი სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც მოინახულა. ა

იტვირთბა....