ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს.

„ერაყსა და რეგიონში დაძაბულობის გამო, აშშ-ის მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაემგზავრონ ერაყიდან. აშშ-ს საელჩოს კომპლექსზე ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიციის თავდასხმის გამო, შეჩერებულია ყველა საკონსულო ოპერაცია. აშშ-ს მოქალაქეები არ უნდა მიუახლოვდნენ საელჩოს“,- ნათქვამია აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა. ამ თემას გამოეხმაურა ირანის სულიერი ლიდერი და განაცხდა, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი მკაცრი შურისძიება ელოდება.

პენტაგონმა ინფორმაცია დაადასტურა და დასძინა, რომ ერაყში თავდასხმის ბრძანება უშუალოდ დონალდ ტრამპმა გასცა. მედიის ცნობით, ისრაელის არმიაც საბრძოლო მზადყოფნაშია.

იტვირთბა....