კერძო ტელევიზიები გადასახადების გადამხდელების ხარჯზე არ უნდა ფუნქციონირებდნენ – ამის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე აკეთებს.
კალაძე ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიებზე ინკასოს დადებას გამოეხმაურა.
“თემას არ ვიცნობ, მაგრამ დავალიანება თუ აქვთ, რა თქმა უნდა გადასახდელია. ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები. ეს არასწორია,” – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ტელევიზიებს დავალიანებების გადახდას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მათ ინკასოები დაადონ. ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირდებიან, მილიონებს პატიობენ, ხოლო მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია წნეხის ქვეშ ჰყავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა TV პირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმაც გააკეთა.
ამ თემასთან დაკავშორებით კომენტარი გააკეთა “ტვ პირველის” გენერალურმა დირექტორმა და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.