მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“2 კვირასაც არ გაცდით, სულს ამოგხდით, დაგაინკასოვებთო” – ინგა გრიგოლია

“არაო, ფინანსთა მინისტრმა, მერე რა, რომ სხვებს მილიონების ვალის დაფარვა გადავუვადეთო, ის ,,იმედი,, ,,მაესტრო,, და ,,რუსთავიაო,” … თქვენ ვინ ხართ, რას ითხოვთო. თქვენი ბამბაც ჩხიალებსო და ორ კვირასაც არ გაცდით, სულს ამოგხდით, დაგაინკასოვებთო. მოვქცეულიყავით ჭკვიანად, არ გაგვეშუქებინა, რასაც ვაშუქებთ, მხოლოდ ხელისუფლება გვყოლოდა გადაცემებში და ორუელის წიგნები გვეჩუქებინა მათთვის და ყველაფერი კარგად იქნებოდა! ახლა, იმტვრიეთ თავებიო…”

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ტელევიზიებს დავალიანებების გადახდას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მათ ინკასოები დაადონ. ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირდებიან, მილიონებს პატიობენ, ხოლო მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია წნეხის ქვეშ ჰყავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა TV პირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმაც გააკეთა.

იტვირთბა....