მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“როგორ გავიგოთ ეს ამბავი, თუ არა სადამსჯელო ღონისძიება?” – TV პირველის დამფუძნებელი

“55 მილიონი შეიძლება აპატიო სამთავრობო არხებს, მიმდინარე 100 ათასზე კი უკომპრომისო უნდა იყო ტვ პირველის წინააღმდეგ და საახალწლო დღეებში სადამსჯელო ბერკეტად გამოიყენო. ორი კვირაც არ უნდა ადროვო. სასწრაფოდ გაამზადო წერილი და გამოგზავნო ტელევიზიებში, რომლებიც შენს კონტროლს არ ექვემდებარებიან. 55 მილიონი შეიძლება, მოაკლო ჯარს, პოლიციას, სოციალურად დაუცველებს და მთელ ქვეყანას, 100 ათასი კი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ 1 დღე უნდა დაუტოვო ტელევიზიას. ჩვენ არ ვითხოვთ გადასახადების პატიებას, პირიქით, 5 წელია პირნათლად ვასრულებთ ყველა ვალდებულებას. რა ვუყოთ ორმაგ სტანდარტს? როგორ გავიგოთ ეს ამბავი, თუ არა სადამსჯელო ღონისძიება? ამ მეთოდით გაგვაჩერებთ, თუ გავლენას მოახდენთ ჩვენზე? 55 მილიონი vs 100 ათასი”

ვატო წერეთელი, TV პირველის დამფუძნებელი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ტელევიზიებს დავალიანებების გადახდას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მათ ინკასოები დაადონ. ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირდებიან, მილიონებს პატიობენ, ხოლო მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია წნეხის ქვეშ ჰყავთ.

იტვირთბა....