“ჩერგოლეიშვილს ტროლებისა და ბოტების ფაბრიკა-ქარხნების დირექტორობა გადავულოცე!” – ჟურნალისტი, კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ტაბულას” რედაქტორს თამარ ჩერგოლეიშვილს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე, სადაც ტექსტში ნახსენები სიტყვა “urge” “ტაბულას” ნათარგმნი აქვს, როგორც “დაჟინებით მოუწოდებს”.
“მეტრონომი” დაუკავშირდა ამერიკის მოქალაქეს, ჯონ ჰენესს, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მედიასაშულებებში რედაქტორად მუშაობდა და ვკითხეთ აეხსნა ამ სიტყვის შინარსში დევს თუ არა “დაჟინება”. მან დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ სიტყვა “urge” შეიცავს სიძლიერეს, დაჟინებას, ანუ დაჟინებულ, ძლიერ მოწოდებას.
“თამარ ჩერგოლეიშვილი – შენ თუ ამ ტექსტში არ ანახებ ერს სიტყვას “დაჟინებით” – ამ წუთიდან, პირადად მე გნიშნავ ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის დირექტორად!
სიტყვა – “დაჟინებით” – რატომ ჩაამატე გოგო?
მთელ “ტაბულაში” – ერთი თანამშრომელი როგორ არ აღმოჩნდა, რომელიც მთლად სახდეპის განცხადების გაყალბებას გაგიპროტესტებდა მაინც.
ამერიკას უყალბებ პოზიციებს შე “პროდასავლურო?” – ეგაა შენი ევროატლანტიკური ფასეულობები?
ეგაა “ტაბულას” მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა და “კრეატიული-ფერადი-ნიჭიერი-თავისუფალი”?
სამარცხვინო ნიკა გვარამიაც კი არ დაწვრილმანდებოდა ასე – ეს ფსკერია თამარ, შენი ქვეყნისათვის პოზიტიური მესიჯი ამერიკიდან – უარყოფითად შეცვალო – შენივე ხალხის მოსატყუებლად!
ფეიკ ნიუსის მწარმოებელი ხარ შენ და შენი ტაბულა – !” – წერს ყანდიაშვილი.
ბრალდებას “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი “ტვ პირველის” ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას თარგმანზე იღებს თვითონ, რომ სიტყვა (urge) -ს სხვადასხვა განმარტებები აქვს და ეს არ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი.
“ამ სიტყვას არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს, თარგმანი არის ჩვენი და ამაზე დავდებ თავს. უბრალოდ საელჩოს თარჯიმნებმა იზარმაცეს და როცა განცხადება გამოქვეყნდა, ოფიციალური თარგმანი საელჩოსი არ მოაყოლეს. ამიტომ დავჯექი, მე თვითონვე ვთარგმნე და ვიღებ სრულ პასუხიმგებლობას. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ საელჩოს და გვითხრეს, რომ სახელმძღვანელო დოკუმენტი არის ინგლისური ტექსტი და შესაბამისად უნდა ვიხელმძღვანელოდ ინგლისური ტექსტით. პროდემოკრატიულ მედიაზე ზუსტი თარგმანის გამო თავდასხმა უკვალოდ არ ჩაივლის ხელისუფლებისთვის.” – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა. აღნიშნულ განცხადებაში დეპარტამენტი, საქართველოს მთავრობას დემოკრატიის პრინციპების განმტკიცებას მოუწეოდებს. განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ შტატები გააგრძელებს მუშაობას საქართველოსთან და ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულ ინტიტუტებს.