აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებაში დეპარტამენტი, საქართველოს მთავრობას დემოკრატიის პრინციპების განმტკიცებას მოუწეოდებს.
განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ შტატები გააგრძელებს მუშაობას საქართველოსთან და ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულ ინტიტუტებს.
“ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად”, – ნათქვამია განცხადებაში.