ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 538 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 490 აქტივისტია, 48 კი ირანის უსაფრთხოების თანამშრომელი – ირანმა საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა პატივსაცემად სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ინფორმაციას ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, ხვალ ირანში ხელისუფლების მხარდამჭერების კონტრაქცია გაიმართება. მედიის ცნობით, დემონსტრაცია თეირანის ცენტრში, ენქელაბის მოედანზე, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება. IRNA-ს ცნობით, აქციის გზავნილი იქნება „მეამბოხეებისა და შეიარაღებული ტერორისტების ქმედებების დაგმობა“.
შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები, 14 დღეა, გრძელდება.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, . ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 000 აქტივისტია დაკავებული.

