დიდ ბრიტანეთს სურს, უკრაინაში განათავსოს ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც მოსკოვამდე მიღწევის შესაძლებლობა აქვთ – აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.
როგორც ცნობილია, საუბარია რაკეტაზე Nightfall-ი, რომელსაც შეუძლია 200-კილოგრამიანი ქობინების ტარება და თითქმის 500 კმ-ის დიაპაზონის მოცვა. როგორც The Sun-ი წერს, ეს სრულიად საკმარისი იქნება, რომ რაკეტებმა მოსკოვამდე მიაღწიონ.
“დიდი ბრიტანეთი ეძებს ფირმებს, რომლებიც ცხრა მილიონი ფუნტის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში შეიმუშავებენ, განავითარებენ და მიაწვდიან უკრაინას პირველ სამ რაკეტას საცდელი გაშვებისთვის“ – ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინისთვის რაკეტების წარმოების განზრახვა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ, რომელიც ხუთშაბათს კიევში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელა.

