მოვუწოდებ ირანის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენებისგან – გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ირანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“გენერალური მდივანი შოკირებულია ირანის ხელისუფლების მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის სხვადასხვა ადგილას მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, რამაც ბოლო დღეებში ათობით ადამიანის სიკვდილი და კიდევ უფრო მეტის დაშავება გამოიწვია.
ყველა ირანელს უნდა შეეძლოს თავისი უკმაყოფილების მშვიდობიანად და შიშის გარეშე გამოხატვა. საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება სრულად უნდა იყოს პატივცემული და დაცული.
გენერალური მდივანი მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენებისგან. ის ასევე მოუწოდებს მათ, გადადგან ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში ინფორმაციასთან წვდომას უზრუნველყოფს, მათ შორის კომუნიკაციების აღდგენას“ – ნათქვამია განცხადებაში.

