“შევესწარი რამდენიმე ადამიანის ცუდად გახდომას, ერთ-ერთს ცოტა ხნის წინ ურთულესი ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული და ახალი გამოსული იყო სამსახურში. ზუსტად ამ ადამიანს გაურთულდა, იყო სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ტკივილი, ხელების დაბუჟება და რაც მთავარია, წნევის პიკის მატება. კაცებმა მაგრები ვართო და არ გავიდნენ, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მათაც დაეწყო თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება. ფაქტი, რომ შეფარულად გაკეთდა ეს ყველაფერი, მახსენებს ბავშვობის სკოლის ანცობას, სკოლაში წვავდნენ ხოლმე წიწაკას, რათა გაკვეთილი ჩაშლილიყო, მაგრამ ეს პოლიტიკაში არ შეიძლება”
ლადო კახაძე – უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი
შეგახსემნებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს, რამაც სხდომის გაგრძელება, მძაფრი სუნის გამო, შეუძლებელი გახადა.
სხდომაზე შეუძლო გახდა უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ორგანიზაცია სირცხვიალიამ” აიღო, თუმცა მანამდე უმრავლესობის წარმომადგენლები ინცინდენტში ირმა ინაშვილსა და ლელა ქებურიას ადანაშაულებდნენ. “მეტრონომი” ქებურიას კომენტარს გთავაზობთ.