“სალომე ზურაბიშვილის განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ მისგან, დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, გაერთიანებული ოპოზიცია ვიწყებთ კონსულტაციებს სხვა ფრაქციებთან, დამოუკიდებელ დეპუტატებთან პარლამენტში, რათა დავიწყოთ პარლამენტში ზურაბიშვილის პრეზიდენტობიდან იმპიჩმენტის წესით გათავისუფლების საკითხი”
გიორგი ბარამიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
აღნიშნული განცხადება ბარამიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, გუშინ, 10 დეკემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე დღეს კომენტარი თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიღებელია.
ზურაბიშვილის განცხადებაზე დამატებითი განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.