ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა. გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, შეთანხმება 60-დღიან გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს , რომლის დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანიდან ჯარებს გაიყვანს, ლიბანის არმია მდინარე ლიტანის სამხრეთით დაახლოებით 5 000 ჯარისკაცს განათავსებს, „ჰეზბოლას“ ძალები დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა მოიშლება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში.
იტვირთბა....