ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ასეთი ყალბი ინტერპრეტაცია პრეზიდენტის ბულინგია” – ზურაბიშვილი ჯარზე გაკეთებულ მის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ჯართან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ, 10 დეკემბერს გაკეთბულ განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.

“საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე დღეს კომენტარი თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიღებელია.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 დეკემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება.

იტვირთბა....