ახალი ამბები მთავარი

8 დღიანი პატიმრობის შემდეგ ისაკო დევიძემ იზოლატორი დატოვა

რვა დღიანი პატიმრობის შემდეგ, 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას დაკავებულმა აქტივისტმა ისაკო დევიძემ იზოლატორი დატოვა.

ის საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად იზოლატორში შიმშილობდა.

“დაკავებული ვიყავი, აქციის მსვლელობისას ყოველგვარი მიზეზის გარეშე დამაკავეს როგორც სხვა დანარჩენები. პროტესტის ნიშნად, დანარჩენი დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად და გაყალბებული არჩევნების პროტესტის ნიშნად მქონდა შიმშილობა გამოცხადებული. დაგვაკავებენ, გვცემენ, თუ რა ფორმით ეცდებიან ჩვენ დაშინებას, ჩვენ მაინც ვერ დაგვაშინებენ. ჩვენ საკანში ვიქნებით, თუ როგორც ვიქნებით ჩვენ ფიზიკურ სხეულზე ვერ მოიპოვებენ ვერანაირ ძალაუფლებას, პირიქით პრობლემებს შევუქმნით, შევაწუხებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ. მე მწამს, რომ ჩვენ ვართ ახლა ისტორიული ბრძოლის ასპარეზზე, ვქმნით ახალი საქართველოს ისტორიას, აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება სახელოვანი,” – განაცხადა ისაკო დევიძემ იზოლატორის დატოვების შემდეგ.

წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა ასევე 19 ნოემბრის დილას, აქციაზე დაკავებულმა დავით წოწორიამაც. მისი განცხადებით, შსს-ს წარმომადგენელმა უთხრა, რომ მასზე “ჯარიმები მსუსხავად არ მოქმედებს და პატიმრობამ შეიძლება დასუსხოს”.

ისაკო დევიძეს და დავით წოწორიას სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....